ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.
უწყების ცნობით, შემთხვევის შესახებ შეტყობინება სამაშველო სამსახურში დაახლოებით, 10:40-ზე შევიდა.
ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები. მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. ამ წუთებში დაშავებულები კლინიკებში გადაყავთ.
არსებული ინფორმაციით, ჭერი რომელიც ჩამოინგრა ახალი გარემონტებული იყო. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ ,,ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა შორის ერთ-ერთი ჟურალისტია
შემდეგი სტატია,,ეს მეტროსადგური დასრულდა აგვისტოში და გაიხსნა სექტემბერში-ამით ყველაფერი ნათქვამია…”