„ვარკეთილის“ მეტროში ჭერის ჩამოგრევის საქმეზე ბრალდებულებს 35-35 ათასლარიანი გირაო შეეფარდა

მეტროსადგურ ვარკეთილის ჭერის ჩამოგრევის საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს 35-35 ათასლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლემ არ გაიზიარა ბრალდების შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებულებისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითვალისწინებდა.
ადვოკატები გირაოს სახით უფრო ნაკლები თანხის შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა საბოლოოდ, მოსამართლემ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 35 000 ლარის ოდენობის გირაო ს გადახდა დააკისრა. ყვარელრემმშენის დირექტორსა და ინჟინერს ბრალი სამშენებლო სამუშაოების უხარისხოდ წარმოებასა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო აქვთ წაყენებული. ბრალის წაყენების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი კი ექსპერტიზის დასკვნა გახდა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 30 იანვარს მეტროსადგურ ვარკეთილში ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა სენაკში – პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა
შემდეგი სტატია„სახელმწიფო მდივანთან დაკავშირებით გაზვიადებული და არასწორი ინფორმაციები ვრცელდება”- რომან კაკულია