ვარკეთილის 59-ე უბანზე კარუსელს ატრიალებენ-ამომრჩეველი მარკირებით და მარკირების გარეშე

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 21, 2017 16:01

ვარკეთილის 59-ე უბანზე კარუსელს ატრიალებენ-ამომრჩეველი მარკირებით და მარკირების გარეშე

ვარკეთილში, 59-ე უბანზე კარუსელი დაიწყო- ამის შესახებ პირველ რადიოსთან ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ამ უბანზე უკვე რამდენიმე საჩივარია დაწერილი, ხმას ამომრჩეველთა ნაწილი მარკირების გარეშე აძლევს. ხაბეიშვილი ვარდაუდობს, რომ ისინი კარუსელში მონაწილეობენ.

,,ზუსტად იციან,რომ მე ამ უბანსაც ვიგებ. ამიტომ უამრავი დარღვევა ფიაქსირებდა , ყველაფერს აკეთებენ რომ გაყალბდეს ხმები. დაახლოებით ერთი საათის წინ ამომრჩეველს მარკირების გარეშე მიაცემინეს ხმა. რამდენიმე წუთის წინ კი უბანზე სამი ამომრჩეველი მივიდა, რომელსაც უკვე გავლილი ჰქონდა მარკირების პროცედურა, ეს ნიშნავს,რომ ეს ადამიანები კარუსელში იღებენ მონაწილეობას. ორივე ინციდენტზე დაწერილია საჩივარი. “-ამბობს ხაბეიშვილი.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 21, 2017 16:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,912
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics