ვარდისუბნის ქუჩაზე ასფალტის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე, ვარდისუბნის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა დაახლოებით, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს ,,იბერი“ ახორციელებს, 600 000 ლარამდე არის გათვალისწინებული.

ვარდისუბნის ქუჩაზე, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, გასულ წელს წყალარინების ქსელი მოეწყო, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ კი, გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო. აღნიშნული ქუჩის ნაწილი მოწესრიგდა. ამასთან, ვარდისუბნის ქუჩის N83-დან ხანძთის ქუჩამდე მონაკვეთზე სანიაღვრე ქსელი იყო მოსაწყობი, რომლის სამუშაოებიც განხორციელდა და ახლა, საგზაო სამუშაოები ამ ნაწილზეც სრულდება.

ასევე, ამ ეტაპზე, მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 26 მაისის ქუჩაზე, გამგეობის მიერ კი, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე მიმდინარეობს.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : რამდენიმე ქვეყნის აეროპორტებს ამოვიღებთ ნოტამის გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშოროსო ფრენებზე
შემდეგი სტატიაპანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა