“მე ვარდისფერ სათვალეს არ ვატარებ” – მნიშვნელოვანი დეტალები პოროშენკოს დღევანდელი ინტერვიუდან

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ტრადიციული დიდი პრეს-კონფერენცია ჩაატარა სახელწოდებით “გამოწვევები-2018”, რომელიც დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა – “ბიბისი” წერს და ინტერვიუდან ყველაზე დასამახსოვრებელი ციტატების კოლაჟს აქვეყნებს.

 

 

ჩვენ ვმსჯელობთ იდეაზე  რომ ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია კონსტიტუციით გავამყაროთ”

 

 

ევროკავშირსა და ნატოში შესვლის იდეას პოროშენკომ უკრაინული საზოგადოების მაკონსოლიდირებელი უწოდა. სოციოლოგია აჩვენებს, რომ ამ იდეის მომხრეები ქვეყანაში მოწინააღმდეგეთა მეტია. კვლევითი ფირმა “რეიტინგის” უკანასკნელი გამოკითხვით, ევროკავშირში შესვლის შესახებ რეფერენდუმი “ევროოპტიმისტების” გამარჯვებით დასრულდებოდა (52%  მომხრე 27%-ის წინააღმდეგ).

თუმცა, თუკი პრებისციტი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე  იქნება, შედეგები არ იქნება ასეთი შთამბეჭდავი – 43% მომხრე და 34% მოწინააღმდეგე.

 

 

 

როცა კენჭს ვიყრიდი, ჩემი ქონება იმაზე ბევრად მეტი იყო, ვიდრე ახლაა”

 

პეტრე პოროშენკოს ოპონენტები, რომლებიც მის არჩევამდე უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში იყვნენ, პრეზიდენტს ბრალს სდებენ იმაში, რომ ის თავის თანამდებობას საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის იყენებს, რომელიც, პრეზიდენტის თქმით, “ბრმა ნდობით” არის გადაცემული. პოროშენკო ბრალდებებს უარყოფს. ამის მიუხედავად, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის პრეზიდენტის ქონება “მედიაკრიტიკის” ჟურნალისტმა ისევ გაიხსენა, რამაც პოროშენკოს გაღიზიანება გამოიწვია.

მე ვარდისფერი სათვალეები არ მიკეთია, ჩემო საყვარელო და ყველა პრობლემას ვხედავ” – უპასუხა პოროშენკომ და დაამატა, რომ პრეზიდენტის ცხოვრება “შაქარი არ არის”. ასევე, შეკითხვის ავტორი დაპატიჟა მასთან ერთად გაატაროს ერთი სამუშაო დღე, რომ ამაში თავად დარწმუნდეს.

 

 

 

ვისთანაც გინდა ვიმუშავებ, ვინც ეფექტურად შეძლებს თუნდაც ერთი უკრაინელი მძევლის სამშობლოში დაბრუნებას”

 

პრეს-კონფერენციაზე პოროშენკო იძულებული გახდა მინსკის მოლაპარაკებებში ვიქტორ მედვედჩუკის მონაწილეობის გამო თავი ემართლებინა. მედვედჩუკი უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ოპონენტია. ის უკრაინაში ცნობილია როგორც ადამიანი, რომელსაც პირდაპირი კონტაქტი აქვს ვლადიმირ პუტინთან. ოდესღაც ის პუტინს თავის კუმირსაც უწოდებდა, ასევე, პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა.

მინსკის მოლაპარაკებებში მედვედჩუკის მონაწილეობა ინტენსიური კრიტიკის საგანია. დღეს პოროშენკომ თქვა: „ზუსტადაც რომ მედვედჩუკი და არა, მაგალითად ეკლესია ან სამხედრო არხები, აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური შუამავალი, რომლის წყალობითაც დატყვევებულ ჯარისკაცებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები… იმიტომ, რომ განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებებს პირადად პუტინი იღებს” – განმარტა პოროშენკომ.

 

 

მეც, ისევე, როგორც უმრავლესობა, მოხიბლული ვიყავი პერსპექტივებით, რომელიც ბატონ სააკაშვილს შეეძლო უკრაინისთვის მოეტანა”

 

პრესკონფერენციაზე პოროშენკომ უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ყოფნის პერიოდზე ისაუბრა. 2015 წელს თვითონ პოროშენკომ მისცა სააკაშვილს მოქალაქეობა, ისინი  სტუდენტობის დროიდან მეგობრობდნენ, ასევე, დანიშნა ოდესის გუბერნატორად, საიდანაც საბოლოოდ დაითხოვა, უკრაინის მოქალაქეობა კი ჩამოართვა.

იყო ოცნებები, იდეალები. სამწუხაროდ, ისინი თვითონ მიხეილმა გაანადგურა. არა მგონია, ახლა ის ბედნიერი ადამიანი იყოს” – თქვა პოროშენკომ.

 

მე არც ერთი არევნები არ წამიგია”

უკრაინაში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის მარტში იქნება. კიეველი პოლიტოლოგები თვლიან, რომ პოროშენკო მეორეჯერაც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა, თავად ამაზე ჯერ არ განუცხადებია. ეს “ინტრიგა მას დღესაც კარგად ეჭირა”. მან თქვა, რომ არჩევნებზე ჯერ არ ფიქრობს და იქვე აღნიშნა, რომ მას არც ერთი არჩევნები არ წაუგია.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ პოლუსზე ანომალურად დათბა
შემდეგი სტატიამამაკაცი, რომელიც ქალებს 30 წელი აუპატიურებდა, დაკავებულია