“ვარდების რევოლუციიდან” 15 წელი გავიდა

ვარდების რევოლუციიდან 15 წელი გავიდა. 2003 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხმების დაცვის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულმა მოქალაქეებმა არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს. მასობრივი საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირას 4 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე გაგრძელდა. 22 ნოემბერს, პარლამენტის პირველი სხდომა ჩაიშალა. პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც სათავეში ედგნენ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე, იმჟამინდელ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს გადადგომა მოსთხოვა. 23 ნოემბერს პრეზდიენტი შევარდნაძე გადადგა და მისი მოვალეობის შესრულება იმდროისათვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს დაეკისრა.
არჩევნების შედეგების გარდა, მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ქვეყანაში არსებული კორუფციული გარემო და მძიმე სოციალური პირობებიც იყო – სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის ლიდერებმა გაყალბებული არჩევნების შედეგად შეკრებილ პარლამენტის შემადგენლობას სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერით ხელისუფლებაშინაციონალური მოძრაობა მოვიდა.

banner
წინა სტატიაში“ადამიანის უფლებებზე წინ არასოდეს არ დავაყენებთ რომელიმე სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციას” – არასამთავრობოები პროკურატურას
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსის” ვიზიტი მოსკოვში, ეწინააღმდეგება საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს – რატიანი