“ვარდების მოედანზე” „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი აქცია იმართება

ვარდების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქცია მომღერალმა ლექს-სენმა გახსნა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ მიმართა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პარტიის მხარდამჭერების შეკრება მნიშვნელოვანია.

“არჩევნების მოგებას სიმშვიდით, ერთად დგომით ვაპირებთ. დაბრუნდა დრო, როდესაც თბილისის ცენტრში მანქანებში აფეთქებენ ადამიანებს, პოლიტიკოსებს. საქართველო დაიღალა უკუსვლით, რომელსაც გვთავაზობს მთავრობა. 3 დღეში წერტილი უნდა დავუსვათ ნგრევას. ჩვენი გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა. ჩვენი გამარჯვება გაგრძელდება, როდესაც უკვე ნოემბერში პენსიონერებს 50 ლარი მოემატებათ. ათეულობით ათასი ადამიანი მოვიდა აქციაზე და ასეულობით ათასი გვიყურებს ეკრანებიდან, იმედიანი თვალებით”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

61982133

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: დაბრუნდა დრო, როცა მანქანაში აფეთქებენ პოლიტიკოსებს, ტყუილად ჰგონიათ, რომ შეგვაშინებენ
შემდეგი სტატია(ვიდეო) “მე ვარ გივი თარგამაძე და არსებობდა ბაბუაჩემი გივი თარგამაძე, რომელიც გუშინდელი აფეთქებიდან ასიოდე მეტრში ჩაცხრილეს, მე არ გავჩერდები!”