ვარამია – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით იმის გამო არ მიიღება, რომ ივნისში, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში იგეგმება მიღება, რათა პროტესტი არ იყოს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით იმის გამო არ მიიღება, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რათა არ იყოს პროტესტი, ხალხს არ ეცალოს პროტესტის გამოსახატად,- ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სიტყვას ჩალის ფასი აქვს, „ოლიგარქია, ტირანია მხოლოდ დროებით იხევს უკან და ნებისმიერ შემთხვევაში თავისუფლების მტერია“.

„უმრავლესობის წევრებმა გვითხრეს, რომ დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო. ეს არის ხაფანგი მეგობრებო, კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რათა არ იყოს პროტესტი ამ დროს, ხალხს არ ეცალოს პროტესტის გამოსახატად. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ვუგულშემატკივროთ ნაკრებს ევროპულ ოჯახში, ასევე შევძლებთ დავიცვათ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც ქუჩაში გამოხატვის კონსტიტუციური ფორმებით, დაწესებულებებში და ნებისმიერ ადგილზე, სადაც შეგვიძლია. მივმართავ საზოგადოებას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სიტყვას ჩალის ფასი აქვს, ნუ ენდობით მათ. ოლიგარქია, ტირანია მხოლოდ დროებით იხევს უკან, ნებისმიერ შემთხვევაში თავისუფლების მტერია და მიზანს განახორციელებს. მინდა მივმართო დასავლელ პარტნიორებს, ნუ ენდობით „ქართულ ოცნებას“, „ქართული ოცნების“ სიტყვას აქვს ჩალის ფასი, ოლიგარქია და ტირანია დროებით იხევს უკან, არ თმობს თავისუფლებას, მაინც წაგვართმევს, თუ წინააღმდეგი არ ვიქნებით, თუ თქვენ, ძვირფასო დასავლელო მეგობრებო ბოლომდე არ მიიყვანთ ქართველ ხალხთან ჩვენს საერთო ცივილიზაციურ ბრძოლას. ნუ დავთმობთ საქართველოს, ნუ დავუთმობთ „ქართულ ოცნებას“. „ქართულ ოცნების“ სიტყვას ჩალის ფასი აქვს“, – აღნიშნა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე უმრავლესობას – ქალების მიერ უნდა დაისაჯოთ არჩევნებში
შემდეგი სტატიაან გავხდებით რუსეთის უკანა ეზო ან ვაგრძელებთ ბრძოლას…ეს ქვეყანა ჩვენია – მალაშხია