“მე მე ვარ, სხვა სხვა არის” – ყოფილი შს მინისტრის შეფასება მოქმედის განცხადებაზე

ყოფილმა შს მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა, მოქმედის- გიორგი მღებრიშვილის განცხადებას გამოხატვის თავისუფლება უწოდა და განაცხადა, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს სიტყვებზე არ უნდა გამოვეკიდოთ. ნარჩემაშვილი ამბობს, რომ მთავარია შინაარსი და არა ტერმინოლოგია. ხოლო კითხვაზე, შს მინისტრობის პერიოდში მოიხსენიებდა თუ არა ის საკუთარ თანამშრომლებს ბალასტად, ქართული ოცნების დეპუტატი პასუხობს- “მე მე ვარ, სხვა სხვა არის”.

“ვფიქრობ, ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს არ უნდა გამოვეკიდოთ სიტყვებზე – რა არის ნახსენები. მთავარია ის შინაარსი, რომელი შინაარსიც მისი ქმედებით უნდა იყოს განპირობებული. შინაარსი არის ის, რომ მას, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, როგორც შს მინისტრს, აქვს სისტემაში ოპტიმიზაციის და რეორგანიზაციის უფლება და ამის სრული კანონიერი საშუალება. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეს შინაარსი და არა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რა ტერმინოლოგია როგორია და ა.შ. არ არის მნიშვნელოვანი და ყველაფერზე უფრო აუცილებელი ის, რომ მინისტრის ტერმინოლიგიას გამოვეკიდოთ. არ არის საჭირო, ვამტვრიოთ ღია კარები”, – ამბობს ნარჩემაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდაგვაყენეს ძალიან ცუდი არჩევანის წინაშე, ან დენი უნდა იყოს გრაფიკით, ან ტარიფი უნდა გაიზარდოს – ზურაბ ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიაამერიკელ დემოკრატებს კლინტონის კიდევ ერთი საპრეზიდენტო კამპანია არ სურთ