(ვიდეო) “მე ვარ გივი თარგამაძე და არსებობდა ბაბუაჩემი გივი თარგამაძე, რომელიც გუშინდელი აფეთქებიდან ასიოდე მეტრში ჩაცხრილეს, მე არ გავჩერდები!”

ამ წუთებში ვარდების მოედანზე ნაციონალური მოძრაობის აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ მხარდამჭერებს გივი თარგამაძემ მიმართა.

მან მადლობა გადაუხადა აქციის მონაწილეებს შეკრებისთვის და სოლიდარობისთვის, რომელიც როგორც დეპუტატი ამბობს, გუშინ მას გამოუცხადეს.

“მადლობას გიხდით იმ თანადგომისთვის, რაც მე თითოეული თქვენგანისგან დავინახე. იმ მხნეობისთვის, რომ თქვენ აქ მოხვედით. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ, რომ, როდესაც ვიღაც არამზადებმა ჩემთან ანგარიშსწორება სცადეს, დაზარალდნენ ადამიანები. ერთ-ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა და ვნატრობ, რომ ეს ადამიანი გადარჩეს. მე ვარ გივი თარგამაძე, გივი თარგამაძე ბაბუაჩემი იმავე ადგილზე 27 აპრილს დახვრიტეს. მე არ გავჩერდები, საქართველო არ გაჩერდება საქართველოს გამარჯვებას გაუმარჯოს,” – აცხადებს თარგამაძე.

 

https://youtu.be/YtKkTxaBk_E

banner
წინა სტატიაში“ვარდების მოედანზე” „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი აქცია იმართება
შემდეგი სტატიატელეკომპანია „იმედის“ კვლევის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 36-პროცენტიანი რეიტინგი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 13 პროცენტიანი