ვარ აფხაზეთიდან, დიახაც, მე ნამდვილად მაქვს სახლი აფხაზეთში-ნაყოფიას პასუხი პრემიერმინისტრს

ნაყოფია მელიაზე

“ვარ აფხაზეთიდან, დიახაც, მე ნამდვილად მაქვს სახლი აფხაზეთში” – ასე პასუხობს კობა ნაყოფია პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ სენაკში ოპოზიციის მერობის კანდიდატს იქ სახლიც კი არ აქვს.

მისი თქმით, ღარიბაშვილის მუქარა ხელისუფლების შიშზე მიუთითებს.

“პრემიერ ღარიბაშვილმა, საერთოდ ბევრი რამ არ იცის და ალბათ ისიც არ იცის, რომ მე აფხაზეთიდან ვარ, მინდა მას ვუთხრა, რომ ვარ აფხაზეთიდან და დიახაც, მე ნამდვილად მაქვს სახლი აფხაზეთში, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ. რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ხელისუფლებას და მას პირადად ეს არ ადარდებს, იმიტომ, რომ უკვე დიდი ხანია იმყოფებიან კოლაბორაციაში პუტინთან და რუსულ ხელისუფლებასთან, მაგრამ ვარწმუნებ, რომ მე ჩემ სახლს ნამდვილად დავიბრუნებ, ეს პირველი.

მეორე, რაც მაგან ისაუბრა, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეავიწროვებს თურმე ის მერებს, თუ ეს მერები იქნებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. მინა მას ვუთხრა, ეტყობა ძალიან ეშინია, რომ მისი და “ქართული ოცნების” კლანები იმის შემდეგ რაც 30 ოქტომბერს სრული გამარჯვება დაფიქსირდება, არა მარტო სენაკში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, რუსთავში, ქუთაისში, თბილისში, რაც მთავარია, გამოეცლებათ ფინანსური რესურსები, ვერ შეძლებენ ფულის კეთებას, ეს ადარდებს”, – თქვა კობა ნაყოფიამ.

მისი თქმით, ეს მორიგი “ტრიუკი” ხელისუფლებას არ გამოუვა, რადგან ხალხმა კარგად იცის კანონმდებლობაც და ვის რისი გაკეთება შეუძლია.

banner
წინა სტატიაშიდიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია