“ვაქირავებ ბინებს” – იზორიამ საკუთარ შემოსავლებზე ისაუბრა

მქონდა თბილისში და ახლაც მაქვს პრესტიჟულ ადგილზე ბინა, რომელსაც გარკვეული პერიოდი ვაქირავებდი კიდევ – ამ განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოპოზციის იმ ბრალდებებს უპასუხა, რომელიც მის არადეკლარირებულ შემოსავლებს, ძვირადღირებულ ავტომობილებს და სახლების მშენებლობებს უკავშირდება.

მინისტრი შემოსავლის წყაროს განმარტავს. იზორიას თქმით, ის 22 წლიდან დასაქმებულია, აქვს მუდმივი შემოსავალი და ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მაღალ ანაზღაურებასაც იღებდა. გარდა ამისა მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ შემოსავლის წყაროდ, ოჯახური ბიზნესი, კერძოდ კი კუთვნილი უძრავი ქონების, სახლების გაქირავება დაასახელა.

“რაც შეეხება, ამ დანაზოგებით შედეგად შემდეგ სახლის აშენებას, ეს იყო დაგეგმილი მანამდე და თითქოს მანამდე არაფერ არ გამაჩნდა, ესეც ტყუილია. მქონდა თბილისში და ახლაც მაქვს პრესტიჟულ ადგილზე ბინა, რომელსაც გარკვეული პერიოდი ვაქირავებდი კიდევ. ასე, რომ სწორედ ამ დანაზოგებით და ამ შემოსავლით, ავაშენე ის რაც სახლი აჩვენეს, რომელიც გაქირავებულია და გაქირავების შემდეგ კიდევ ავიღე საკმაოდ სოლიდური კრედიტი და არა ისეთი, როგორიც რუსთავი 2-მა თქვა მტკიცებით ფორმაში, თურმე 700 ათასი დოლარი ამიღია კრედიტად. მაშინ, როდესაც ეს არის145 ათასი დოლარის კრედიტი. მტკიცებით ფორმაში ამტკიცებს ერთ-ერთი ჟურნალისტი. როგორი მოსასმენია თქვენ თვითონ განსაჯეთ. ყველაფერი დეკლარირებულია, ყველაფერი ნამდვილია ციფრებში. რაც შეეხება ჯიპების თემას. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ რაც მე თავდაცვის უწყებაში დავიწყე საქმიანობა, არც ერთი მანქანა, მით უფრო ჯიპი პირადი თუ სამსახურეობრივი თუ რამე სარგებლობისთვის, არ შეგვიძენია,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიმართლწესრიგის ოფიცრები და მეხანძრე-მაშველები N213-ე ბაღში იმყოფებოდნენ
შემდეგი სტატიაქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ბავშვთა განვითარების ხელშემწყობი დღის ცენტრი გაიხსნა