ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი გამარჯვებული ხვალ, 14 სექტემბერს გამოვლინდება

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი გამარჯვებული ხვალ, 14 სექტემბერს, 12:00 საათზე გამოვლინდება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის ცნობით, მონაცემები უკვე გადაცემულია ლატარიის კომპანიისთვის, რომელიც ხვალ 12:00 საათზე პირველ გათამაშებას მოწყობს.

გათამაშება ვებგვერდზე – stopcov.lotto.ge-ზე გაიმართება, როგორც ყოველდღიურ, ასევე ყოველკვირეულ ფორმატში.

“მონაცემები განახლდება ყოველდღიურად. დღევანდელი მონაცემები, დღის ბოლოს მიეწოდება ლატარიის კომპანიას, შესაბამისად, თუ პიროვნება აიცრა დღეს, მას უკვე შესაძლებლობა ექნება, ხვალ მიიღოს მონაწილეობა გათამაშებაში. შესაბამისად, სანამ ეს გათამაშება იქნება, იგივე პრინციპით განხორციელდება მონაცემების მიწოდება და შემდეგ გათამაშება”. – ამბობს გიორგი ღიბრაძე.

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიაში ფულის მოგების შესაძლებლობა ექნება ყველა ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც არის აცრილი ან აიცრება, მათ შორის მათ, ვინც ლატარიის დაწყებამდე ჩაიტარა ვაქცინაცია.

ლატარიის კომპანიის ცნობით, ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1 000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 31 დეკემბერს გაიმართება – 100 000 ლარი.

banner
წინა სტატიაშიმელაძე: ფაილებში ჩემი სატელეფონო მოსმენის შიფრებია, მამა ანდრია სარიას WhatsApp-ით ვესაუბრე
შემდეგი სტატიასისხლიანი გარჩევა – წერეთელზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული