ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა 55 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებსაც მისცენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა 55 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებსაც მისცენ.

“ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე მაქსიმალურად მოხერხდება ასაკობრივი ჯგუფების და სამედიცინო პერსონალის მოცვა იმ მასშტაბით, რაც გვქონდა თავიდანვე დაგეგმილი. შემდეგ, როცა დამატებითი დოზები გაჩნდება აპრილიდან და მაისიდან, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ 55 წლის ზემოთ და სხვა ჯგუფები ავცრათ. მეორე კვარტლის ბოლოა მითითებული იმისთვის, რომ არარისკჯგუფის მოსახლეობა მოხვდეს ვაქცინაციის პროგრამაში. მესამე და მეოთხე კვარტალი იყო დაგეგმილი ფართო ვაქცინაციისთვის”, – თქვა გაბუნიამ

კითხვაზე, ჩაერთვებიან თუ არა ვაქცინაციის პროცესში სხვა ჯგუფებიც გარდა სამედიცინო პერსონალისა, გაბუნიამ თქვა, რომ ის ამას არ გამორიცხავს – „არ გამოვრიცხავთ, ყველაფერი შესაძლებელია. ეს დამოკიდებულია ჯგუფების აქტივობაზე“ – ამბობს გაბუნია პალიტრანიუსის ეთერში.

banner
წინა სტატიაშიდედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მონაცემებით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ, მეწყრული მასა 24 საათში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით გადაადგილდება
შემდეგი სტატიატიკარაძე: თავს კარგად ვგრძნობ, ვაქცინაცია არცთუ ისე საშიშია და შეიძლება, ნდობა გვქონდეს