ვაფრთხილებ “ოცნებას”: ნათია მეზვრიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესასებ გახარიას გუნდის წევრი სოციალურ ქსელში წერს.

საქმე ეხება მეზვრიშვილის მიერ გაჟღერებულ კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც პოლიტიკურ რეპრესიებს შეეხებოდა.

გახარიას თანაგუნდელის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე აწარმოებენ ე.წ. მოკვლევას, რომელიც დიდი ხნის წინ გაუქმდა კანონით.

როგორც იცით, სისტემატურად ვატარებ ბრიფინგებს და პარტიის წევრების და მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტებს ვაჟღერებ, რომლებიც ჩემთვის ცნობილი ხდება რეგიონული ოფისების ხელმძღვანელებისგან.
ბრიფინგზე გაჟღერებულ 4 ფაქტზე დღეს გამოკითხვაზე დამიბარა ყაზბეგის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა ყაზბეგში, საქმეზე, რომელზეც როგორც აღმოჩნდა, გამოძიებაც კი არ არის დაწყებული (თუ ამ პოსტის მერე სასწრაფოდ არ დაიწყეს). აწარმოებენ ე.წ. მოკვლევას, რომელიც დიდი ხნის წინ გაუქმდა კანონით.
მიუხედავად უსაფუძვლოდ დაბარებისა (რომელიც დარწმუნებული ვარ პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მოდის), რიგითი გამომძიებლის პატივისცემით, იმ სისტემის პატივისცემით, სადაც წლები ვიმუშავე და იმისთვის, რომ ხელისუფლების მხრიდან სპეკულაციები თავიდან ავირიდო, მივალ, ოღონდ მივალ იმ დროს, როცა არ მაქვს დაგეგმილი შეხვედრები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში (აღნიშნული განვუმარტე გამომძიებელსაც)”- წერს მეზვრიშვილი.

პარტიის წერთ-ერთი ლიდერი მმართველი პარტიის ლიდერებს მიმართავს:

ოცნების პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და შსს-ს მაღალ მენეჯმენტს კი გაფრთხილებთ:
ბრიფინგზე გაჟღერებული მაქვს 100-ზე მეტი ფაქტი. აქტიური წინასაარჩევნო კამპანია მაქვს და ყოველი ასეთი უაზრო დაბარება იწვევს ჩემს მოწყვეტას საარჩევნო პროცესისგან.
რეალური გამოძიება დადეთ ! აქ სულელი არავინაა. თითოეულ ფაქტზე შედეგისთვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეთ და პირველ რიგში, პოლიტიკური ნიშნით დევნის სისტემური ხასიათი გამოიძიეთ.
როგორც ჩანს, პარტიის წევრების და მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით დევნა არ იკმარეთ და ეხლა ამ ფორმით გადაწყვიტეთ მოგვწყვიტოთ საარჩევნო პროცესებს.
და ბოლოს, რიგითებს ნუ აკეთებინებთ ამას. ღირსებას ნუ ულახავთ და უხერხულში ნუ აყენებთ. თუ რამის თავი გაქვთ, გამოჩნდით და დებატებში დაგვისხედით ! “- წერს მეზვრიშვილი.

წინა სტატიაში“არ გვეშინია დედამიწის ზურგზე არავისი”: ღუდუშაური სუს-ის ფაილებში წულუკიანის სკანდალურ ჩანაწერებზე
შემდეგი სტატია“ივანიშვილის რეჟიმი არის პუტინის მოკავშირე” : “ევსაქებმა” ბათუმში, საკრებულოს შეთანხმებული ოპოზიციური თავმჯდომარეობის კანდიდატი წარადგინეს