“ვაპირებდი, მღდელმთავრებისთვის დაჩოქილს მეთხოვა, მიგვეცა შანსი მეუფე პეტრესთვის, მაგრამ გზა გადაჭრა” – მეუფე საბა

მეუფე საბას შეფასებით, მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება დაუსაბუთებელი ბრალდებაა.

მისი თქმით, მეუფე პეტრემ ეს ბრალდება უნდა დაასაბუთოს.

“მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება არის დაუსაბუთებელი ბრალდება. მან უნდა დაასაბუთოს ეს. ადამაინმა შეიძლება ყველაფერი თქვას, მაგრამ როდესაც მას არ აქვს დასაბუთება, ეს არის ცილისწამება და ბრალდება. წმინდა სინოდში როდესაც ხდებოდა მეუფე პეტრეს საკითხის განხილვა, ჩვენ ვცდილობდით, მას გამოეთქვა სინანული, რადგანაც მღვდელმთავარი, თუკი ეკლესიაში პრობლემებია სინოდის სხდომაზე უნდა საუბრობდეს. მან დაარღვია ეს კანონიკური წესი. მეუფე პეტრემ გადაგვიჭრა ყველა გზა. მე ვიყავი პირადად ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ვაპირებდი სინოდის მღვდელმთავრების წინაშე დავჩოქილიყავი და მიგვეცა შანსი მისთვის, მაგრამ მან გადაჭრა ყველა ეს გზა. ბრალდება რომელსაც ის აყენებს, უნდა დაასაბუთოს,“ – განაცხადა მეუფე საბამ.

banner
წინა სტატიაში“ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ” – ირმა ინაშვილი მეუფე პეტრეს ემუქრება
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე – ერის ერთიანობის წინაპირობა სკანდალური განცხადებები ვერ იქნება, ამას ყველა ვხვდებით, ამიტომ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს