,,მე ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას და პროცესებში აქტიურად ჩართვას “

„მე ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას და პროცესებში აქტიურად ჩართვას,“ – ამის შესახებ განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება ის საქართველოში დაბრუნდეს.

„ეჭვი არავის შეეპაროს და არავინ მიიღოს მუქარად, ეს არის ბუნებრივი მოვლენა, მე ვაპირებ საქართვლოში ჩამოსვლას და ვაპირებ აქტიურად პროცესებში ჩართვას,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში ასევე პარტიაში ახალი სახეების კიდევ გამოჩენაც დაანონსა და აღნიშნა, რომ რამდენიმე პირთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

„კიდევ რამდენიმე ადამიანს ვესაუბრებით, რომ შემოგვიერთდეს ახალ სიაში. შემდეგი თვეები დაეთმობა ახალი პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბებას საქართვლოში, რომელიც გამდიდრდება ბევრი ახალი საინტერესო ადამიანებით,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გვაქვს ბევრი დისკუსია და კამათი, მაგრამ ეს არის მხოლოდ ხედვის საკითხებზე – სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე
შემდეგი სტატია,,ეს კაცი არა მარტო გაუნათლებელია, არამედ განათლების მტერია”