ვაპირებ პასუხი მოვითხოვო, სად იყო ყველა ის ადამიანი, ვისაც რეაგირება ევალებოდა – ბესელია ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც დღემდე ვერ გაუგია, რისი კომიტეტის თავმჯდომარეა, ისეთ განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, რომ ვიღაცა პასუხისგებაში მისცენ პარლამენტის მიერ მიღებული აქტის გამო, არამედ ასეთ ფაქტებზე უნდა რეაგირებდეს. ვაპირებ პასუხი მოვითხოვო, სად იყო ყველა ის ადამიანი, ვისაც რეაგირება ევალებოდა, – ამის შესახებ განცხადება, მართველი გუნდის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ გააკეთა, რითაც ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

„ამ ტრაგედიის ფონზე სესიის დაწყება ძალიან მძიმეა. ამიტომაც მხარი დავუჭირე დღევანდელი სხდომის გადადების თაობაზე მოთხოვნას. თუ ამას გადაწყვეტთ, ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ისევე, როგორც სწორი იყო პარლამენტს გარეთ დაგეგმილი აქციის გაუქმება იმიტომ, რომ ამ ტრაგედიამ გადაფარა აბსოლუტურად ყველაფერი. არ ვიცი, სად იყო სოციალური სამსახური, რომლის რეფორმის დაანონსება და მიღება მოხდა პარლამენტში. ვერ ვნახეთ, რომ ამ ტრაგედიის დატრიალებამდე რაიმე ზომები გატარდა მის თავიდან ასაცილებლად. არ ვიცი, რატომ ჰქონდა ამ ოჯახს სოციალური დახმარება შეჩერებული, არ ვიცი, სად იყო ადგილობრივი ხელისუფლება და სოციალური მუშაკები. არ ვიცი, რა გაკეთდა იმისთვის, რომ ეს უბედურება ყოფილიყო თავიდან აცილებული. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც დღემდე ვერ გაუგია, რისი კომიტეტის თავმჯდომარეა, ისეთ განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, რომ ვიღაცა პასუხისგებაში მისცენ პარლამენტის მიერ მიღებული აქტის გამო, არამედ ასეთ ფაქტებზე უნდა რეაგირებდეს. ვაპირებ პასუხი მოვითხოვო, სად იყო ყველა ის ადამიანი, ვისაც რეაგირება ევალებოდა,“ – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ორ მოქალაქეს, რომელთა ანალიზები როტერდამში იყო გაგზავნილი, ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა
შემდეგი სტატიამსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა