„ვაპირებ, მომხდარის შესახებ ჩემი ქვეყნის წარმომადგენლობა საქმის კურსში ჩავაყენო“ – ტურისტი ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ

„ვაპირებ, რომ მომხდარის შესახებ ჩემი ქვეყნის წარმომადგენლობა საქმის კურსში ჩავაყენო,“ – ეს განცხადება გუშინ კლუბ ბასიანთან ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულმა ბრიტანეთის მოქალაქემ გააკეთა.

ტურისტი მისი დაკავების პროცესს იხსენებს.

„მე ძალიან ბევრ ხალხთან ერთად ვიყავი კლუბის შესასვლელთან, უცებ მოვარდნენ პოლიციელები, ზოგი იატაკზე დააწვინეს. მე დამაკავეს იმისთვის, რომ თითქოს წინააღმდეგობა გავუწიე მათ საქმიანობის დროს. წამიყვანეს და მალევე გამათავისუფლეს, რადგან რეალურად არც არსებობდა ჩემი დაკავების მიზეზი.

“დამისვეს ძალიან ბევრი შეკითხვა. სიმართლე გითხრათ, მეც მქონდა მათთან კითხვები, რაზეც პასუხები თითქმის ვერ მივიღე. საელჩოსთვის ჯერ არ მიმიმართავს, მაგრამ ვაპირებ, რომ მომხდარის შესახებ ჩემი ქვეყნის წარმომადგენლობა საქმის კურსში ჩავაყენო,“ – განაცხადა მილო ალექსანდერ კრავერსმა.

banner
წინა სტატიაშინარკორეალიზაციის ამსახველი ვიდეოჩანაწერები
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: ცოტა ხნის უკან კლუბებში გაყიდულმა ნარკოტიკმა შეიწირა ათამდე ახალგაზრდა!