“ვაპირებ ჩავაბარო და აშშ-ში წავიდე” – ჯეჯელავა სასწავლებლად მიდის

ალექსანდრე ჯეჯელავა საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს და გარდა ამისა, ის ამერიკაში სწავლის გაგრძელებას გეგმავს:

”ვაპირებ სასწავლო საქმიანობის გაგრძელებას. ვასწავლიდი რამდენიმე უნივერსიტეტში და ვატარებდი ტრეინინგებს, არასამთავრობო და კერძო სექტორში ვმუშაობდი. გარდა ამისა, ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სადოქტოროს გასაგრძელებლად ვიყავი მომზადებული, ამ გეგმამ დროში ცოტა გადაიწია, თუმცა ვაპირებ ჩავაბარო და აშშ-ში წავიდე სადოქტოროს გასაგრძელებლად”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიჯეჯელავა ახალ მინისტრს რჩევებს აძლევს
შემდეგი სტატია“მთავარი ფოკუსი გაკეთდება იმაზე, რომ ნაკლები ბიუროკრატიით შევძლოთ მუშაობის ეფექტურობის გაზრდა”