“ვაპირებ არჩევნებამდე შევქმნა პოლიტიკური ჯარი, თუ ივანიშვილი იგივე მეთოდებით ჩაატარეს არჩევნებს, მისი ჭიქიდან ჩაის დავლევ” – ოქრუაშვილი

ვაპირებ არჩევნებამდე შევქმნა პოლიტიკური ჯარი, თუ ივანიშვილი იგივე მეთოდებით ჩაატარეს არჩევნებს, მისი ჭიქიდან ჩაის დავლევ – განაცხადა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

კითხვაზე, როდესაც ის არ აკონკრეტებს, მაგრამ ესაუბრება თუ არა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა: „პირადი მიზნებით, პირადი მოტივაციით, პირადი რაღაც წყენაცაა, ამ საქმეში – პოლიტიკაში მე არ დავბრუნდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ მესროლეს 2016-ში თუ რაღაც ცუდი გამიკეთეს, რაღაცას შემპირდნენ და გადამაგდეს და ძალიან ბევრჯერ გადამაგდეს, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ სხვა ანალოგი არ აქვს.

პოლიტიკაში დავბრუნდი ერთ მარტივი რამის გამო, რასაც ივანიშვილი ბოლო წლების მანძილზე აკეთებს, ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის. არჩევნებამდე ვაპირებ, შევქმნა პოლიტიკური ჯარი და თუ ის აპირებს არჩევნები იგივე მეთოდებით ჩაატაროს, მისი ჭიქიდან ჩაის დავლევ მე. ეს არის ჩემი გზავნილი მისადმი. სადაც იქნება ჩაის დასალევად, იქ მივალ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგადაცემა “სირცხვილია” – ორგანიზატორები პარლამენტთან გიორგი გახარიას მოწვევას აპირებენ
შემდეგი სტატია“ივანიშვილი ყოველ წელს, დაახლოებით 36 მილიონ დოლარს მირიცხავდა თავდაცვის ფონდში” – ოქრუაშვილი