ვაპირებ აქაურობა გავხადო არა მხოლოდ მარგალიტი მთელი შავი ზღვის, არამედ მიმზიდველი ფაქტორი აფხაზეთისთვის – სანდრა რულოვსი

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსი მოძრაობა “ერთად სახლი”-ს წევრებს შეხვდა. შეხვედრა სიმბოლურად ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე მეტრში გაიმართა.

რულოვსი ახალგაზრდების კითხვებს სამი საათის განმავლობაში პასუხობდა. გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მოძრაობის წევრებს დეტალურად გააცნო საარჩევნო პროგრამა. შეხვედრაში მონაწილება ვიდეო-ჩართვით მიიღო მიხეილ სააკაშვილმა. ს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ახალგაზრდებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. დასაქმება, განათლების დაფინანსება და ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერება – ეს ის პრობლემებია რომელზეც ყურადღება მოძრაობა “ერთად სახლი”-ს წევრებმა გაამახვილეს. სანდრა რულოვსი ახალგაზრდებს მისი არჩევის შემთხვევაში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

„აქ ნამდვილად დაპაუზებულ მდგომარეობაზე შეიძლება ვისაუბრო. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ახალგაზრდებთან მქონდა საუბარი იმაზე, რომ რა შეიძლება იყოს აქ ძალიან ცოტა ხანში როცა ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში. ვაპირებთ, რომ ეს გავხადო არა მხოლოდ მარგალიტი მთელი შავი ზღვის, არამედ მიმზიდველი ფაქტორი აფხაზეთისთვის, რომ მათთვის საინტერესო გახდეს საქართველოში ყოფნა,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

banner
წინა სტატიაში“არც გაზი გვაქვს და არც ნავთობი, მაგრამ გვაქვს კულტურა” – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატია41 გარდაცვლილი და 6 დაშავებული – ავიაკატასტროფა მოსკოვში