ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს ევროპული გზა, მხარს ვუჭერთ რეფორმებს, რომელთა გატარებაც სურს ქვეყანას მიზნის მისაღწევად – ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები ფინეთის პრემიერ-მინისტრს სანა მარინსა და ევროპულ საქმეთა მინისტრ ტიტი ტუპურაინენს ხვდებიან.

როგორც ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ტიტი ტუპურაინენმა აღნიშნა, მოხარულია, რომ ფინეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მასპინძლობენ.

მისივე თქმით, აფასებენ საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს ევროპული გზა.

„მოხარული ვართ, ფინეთში ვუმასპინძლოთ საქართველოს პარლამენტის სპიკერს. ძალიან სასიამოვნოა მასთან მოლაპარაკებების გამართვა ევროპაში არსებულ ამჟამინდელ სიტუაციაზე. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს თავისი ევროპული გზა და სრულად ვუჭერთ მხარს რეფორმებს, რომელთა გატარებაც ქვეყანას სურს თავისი მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ტიტი ტუპურაინენმა.

banner
წინა სტატიაშიღიმილისმომგვრელია, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, კიდევ კარგი, მართლა მთავარსარდალი არ არის – კობახიძე
შემდეგი სტატიაგიგაური 20 წელია ბრეჟნევივით ერთი და იგივე „ენჯეოს“ ხელმძღვანელია – კობახიძე