ვანში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობის წევრებს ელოდებიან

ვანის რაიონში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდეგნითი სამუშაოები დაიწყო.

ვანის გამგებლის, ზაზა ხურციძის ინფორმაციით, ზარალის დაახლოებითი რაოდენობა ორშაბათისთვის იქნება ცნობილი.

მისივე ცნობით, ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ძირითად ნაწილს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე აღუდგა.

ვანში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობის წევრებს ელოდებიან, რომლებიც სტიქიის შემდეგ არსებულ ვითარებას გაეცნობიან.

banner
წინა სტატიაშისოფელ ბობოთში მდინარემ დაღუპული მაშველის ცხედარი გამორიყა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი სტიქიის შემდეგ ვანში არსებულ ვითარებას ეცნობა