ვანში მშობლების თვალწინ ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს – ბრალდებული გარდაცვლილის ძმაა

ვანის რაიონის სოფელ ყუმურში, სანადირო თოფიდან გასროლით მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამაკაცს საკუთარმა ძმამ მშობლების თვალწინ ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1998 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციითვე, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ვანის რაიონის სოფელ ყუმურში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თავის ძმას, 1992 წელს დაბადებულ კ. გ.-ს და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიერდორანს ტრამპის დროს აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი აქვს
შემდეგი სტატიაშსს-მ სამეგრელოში უკანონო იარაღი ამოიღო