ვანში მცხოვრები ქალისა და მისი შვილის მიმართ შესაძლო ძალადობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვანში მცხოვრები ქალისა და მისი შვილის მიმართ შესაძლო ძალადობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, 27 აპრილს ვანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გვიან ღამით, პოსტის დაწერიდან რამდენიმე წუთში, პოლიციამ 112-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, შეტყობინების ინიციატორი ოჯახის არც ერთი წევრი არ ყოფილა, შეტყობინება გარეშე პირმა განახორციელა.

„გამოძიების ფარგლებში, მიმდინარეობს გამოკითხვები, უკვე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, როგორც ბავშვის, ისე მისი დედის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანი უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი თ.მ.-ს გამოძიების დაწყებისთანავე დაუკავშირდა შესაბამისი დახმარების შეთავაზების მიზნით. აღსანიშნავია, რომ თ. მ-სა და მისი ყოფილი მეუღლის ოჯახებმა 2017 წელს პოლიციას რამდენჯერმე მიმართეს. აქედან არცერთი ფაქტი არ ეხებოდა არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას. პოლიციამ ყველა ფაქტზე მოახდინა რეაგირება და დაიწყო გამოძიება, მათ შორის, რამდენიმე პირი მიეცა პასუხისგებაში. 2018 და 2019 წლებში, თ. მ.-სა და მისი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, აგრეთვე ოჯახების სხვა წევრთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე პოლიციაში შეტყობინება არ შემოსულა“, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბჟინევში მეწყერი ჩამოწვა
შემდეგი სტატიადავით გარეჯში საყდრისის კომიტეტის წევრებმა აზერბაიჯანელი მესაზღვრების მიერ რამდენიმე დღის წინ განმავლობაში დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს