ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

ქართული ოცნების წევრს, ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა დღეს 12 ნოემბერს მიიღო.

ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს. ქართული ოცნების პროპორციულ სიაში გოცირიძეზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტზე უარი თქვა.

პროფესიით სიციოლოგი თემურ გოცირიძე ამჟამად სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. ქართული ოცნების წევრი საქართველოს სახალხო დიპლომატიის ცენტრ “პერსონის“ პრეზიდენტი, ასევე საქართველოს ბიზნესმენთა და მენეჯერთა ქრისტიანული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და გოცირიძეების საგვარეულო კავშირის საპატიო თავმჯდომარეა.

ვანო ზარდიაშვილმა მანდატის დატოვების შესახებ ინფორმაცია 7 ოქტომბერს გაავრცელა.

2016 წლიდან ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის დეპუტატია, ის ქართული ოცნების წევრია.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვაზე 36 წლის კაცი მოკლული იპოვეს
შემდეგი სტატია„ყვავმა ყვავს უთხრაო შავი ხარო” – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ჩხუბი ამას ჰგავს-დავით ჭიჭინაძე