ვანო ზარდიაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს – ნემსისა და აქლემის ქურდი ორივე ქურდია?

ნემსისა და აქლემის ქურდი ორივე ქურდია, – ასეთი კითხვა დაუსვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მერაბ გაბინაშვილს.

მერაბ გაბინაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ქურდობა დასჯადია.

„კანონმდებელმა თქვა, თუ ის ნემსიც და აქლემიც სხვისია, ადამიანი თუ ნემსს მოიპარავს მაინც უნდა დაისაჯოს და სამართალი უნდა აღსრულდეს, თუ აქლემს მოიპარავს მაინც დაისაჯოს. მუხლის შენიშვნაში პირდაპირ ჩამოთვლილია კვალიფიკაცია, ზარალის ოდენობა, დამდგარი მძიმე შედეგი, რა ზარალი მოიტანა ქმედებამ. შეიძლება ნემსი არ იყოს ფასეული მაგრამ, მოქმედება უნდა იყოს დასჯადი და დასჯადია. დღეს ნემსის ქურდობა არ არის დაშვებული სამართლებრივად”, – განაცხადა გაბინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,სხვაობა არ არის, მოძღვრის გამო დავარღვევ კანონს, პოლიტიკოსის თუ მეზობლის”
შემდეგი სტატიასუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ფრენა დაფიქსირდა