ვანო ზარდიაშვილი – თუ სალომე ზურაბიშვილი ვინმემ შეიყვანა შეცდომაში, უნდა თქვას

region
ავტ.: region სექტემბერი 23, 2019 16:19

ვანო ზარდიაშვილი – თუ სალომე ზურაბიშვილი ვინმემ შეიყვანა შეცდომაში, უნდა თქვას

ჩვენ გვაინტერესებს კითხვებზე პასუხი, თუ რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა ქალბატონმა სალომემ, როდესაც შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ პოლიციიის მკვლელობაში ბრალდებული ადამიანები, ნარკორეალიზატორები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.

როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, თუ სალომე ზურაბიშვილი ვინმემ შეიყვანა შეცდომაში, მან ეს უნდა თქვას.

„მმართველმა გუნდმა, არაერთხელ დასვა კითხვები, არაერთხელ გამოხატა თავისი პოზიცია. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს კითხვებზე პასუხი, თუ რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა ქალბატონმა სალომემ, როდესაც შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ პოლიციიის მკვლელობაში ბრალდებული ადამიანები, ნარკორეალიზატორები. შესაბამისად, ჩვენ ამ კითხვებზე გვჭირდება პასუხები. მე არ მინდა ვისაუბრო კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე. დავსვი საკითხი, თუ ქალბატონი სალომე ვინმემ შეიყვანა შეცდომაში, მან უნდა თქვას ეს. მაგრამ, როგორც ირკვევა მისი ინტერვიუდან, იგი სრულიად იღებს პასუხისმგებლობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ წინასწარ რაღაც სახელებსა და გვარებზე საუბარი, არ მიმაჩნია სწორად. რაც შეეხება პროკურატურის საკითხს, თუ გაჩნდება რაიმე რისკი ან კითხვის ნიშნები, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, პროკურატურა არ მოერიდება და ჩაერევა ამ საკითხში. ეს არის სამართალწარმოების პროცესი, თუ პროკურატურა ჩათვლის საჭიროდ, რომ პრეზიდენტი უნდა მივიდეს საგამოძიებო ორგანოში, მივიჩნევ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუციას გააჩნია ვალდებულება, გამოძიებას გასცეს ყველანაირი პასუხი“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

region
ავტ.: region სექტემბერი 23, 2019 16:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,567
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics