ვანო ზარდიაშვილი: მიხეილ ჩინჩალაძესთან ვმეგობრობ და ვამაყობ მასთან მეგობრობით

Image processed by CodeCarvings Piczard ### FREE Community Edition ### on 2015-03-30 12:17:01Z | http://piczard.com | http://codecarvings.com

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილი, ნიკა გვარამიას ბრალდებებს “აბსურდს” და “გვარამიას მიერ დადგმულ შოუს ნაწილს” უწოდებს. მისი თქმით, რუსთავი2-ის საქმის განმხილველ მოსამართლეებს არ იცნობს და უზენაეს სასამართლოს დიდ პალატასთან შეხება არ აქვს, თუმცა ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული პალატის ხელმძღვანელთან მიხეილ ჩინჩალაძესთან მეგობრობს.

“გვარამიას ბრალდებებზე არ ვაპირებ თავის მართლების პოზიციაში ჩაყენებას. მან ჩემი აზრით, უნდა ილაპარაკოს ფაქტებით. იგი როგორც მინიმუმ იურისტი იყო და იცის, რომ მთავარია, როდესაც მსგავს ბრალდებებს აყენებ წარმოადგინო ფაქტები ან კონკრეტული შემთხვევები. ცოტა არ იყოს სიცილის მომგვრელია ჩემი მხრიდან დიდ პალატაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა. შესაბამისად სრული აბსურდია და შოუს ნაწილია, რომელსაც გვარამია დგამს..მე არ მაქვს არც ერთ მოსამართლესთან, რომელიც იხილავდა პირველ ინსტანციაში, მეორესა და მესამეში სასამართლო პროცესებს, არც ერთ მოსასმართლეს არამც თუ არ ვიცნობ, ნანახიც არ მყავს. დიდ პალატაში შედის ერთი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, რომელთანაც ვმეგობრობ და ვამაყობ მასთან მეგობრობით. შესაბამისა, რაიმენაირი ფორმით კავშორზე ჩემი მხრიდან ზეწოლაზე სასამართლოზ არის სრული აბსურდი. გვარამია ალბათ მიზნად ისახავს, რომ ამ თავის შოუში ჩართოს ასევე საკანონმდებლო ორგანო, აღმასრულებელი ხელისუფლება და თავისი ვირტუალური რეალოჰა შეიქმნას, რომ ზეწოლაა სასამართლოზე”,- განაცხადა ზარდიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ხვალ გამართავს
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: მინისტრებზე პრემიები არ უნდა გაიცემოდეს