ვანო პავლიაშვილი: ისე, „იბერია“ ვინმეს კი არ აკრიტიკებს, არამედ, იმ რეალობას ასახავს,რაც ხდება

ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტი, ვანო პავლიაშილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩევს, ისტერიკას მოეშვან და ის ეჭვები გააბათილონ, რომლის თანახმადაც „იბერიას“ ფინანსური პრობლემები არხის სარედაქციო პოლიტიკის გამო ექმნება.
„სრული ისტერიკა ატყდა სამთვრობო ელიტაში „იბერიას“ ჟურნალისტების განცხადების მერე. ბატონებო, თუკი ყველაფერი რიგზეა, მაშინ ის კი არ უნდა ამტკიცოთ, რომ მედია ვინმეს დაშანტაჟებას ცდილობს, არამედ, ნება იბოძეთ და ის ეჭვები გააბათილეთ, რომლის თანახმადაც, იგივე „ომეგა ჯგუფს“ პრობლემები „იბერიას“ სარედაქციო პოლიტიკის გამო ექმნება. ისე, „იბერია“ ვინმეს კი არ აკრიტიკებს, არამედ, იმ რეალობას ასახავს, რაც ხდება!“ – წერს პავლიაშილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი დეპუტატ ნატო ჩხეიძესთან შეხვედრას გეგმავს
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება მიხეილ ჯანელიძის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს