“ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე თეა წულუკიანის სისუსტე არ იკვეთება”

ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სისუსტე არ იკვეთება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ვანო მერაბიშვილის მონაყოლი, თითქოს ის ვიღაცამ საკნიდან გაიყვანა ღიმილის მომგვრელია, თუმცა ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ რადგან ამ თემაზე კითხვები არსებობს გამოიძიებაც უნდა ჩატარდეს.

“მე არ მიმიქცევია ამისთვის იმ დროს შესაბამისი ყურადღება. მახსოვს ის გონათქვამები, თითქოს ღამე ვიღაცამ თავზე რაღაც ჩამოაცვა და გაიყვანეს. დღესაც მგონია, რომ ეს აბსურდია. რატომ არ აწარმოეს გამოძიება მაშინ, ეს იწვევს კითხვებს. თუკი სტრასბურგში ასეთი კითხვა დადგა, ალბათ ახლა მაინც გამოიძიებენ. მე ჩემი მხრიდან გამოძიებას დაველოდები, მაგრამ წარმოუდგენლად მიმაჩნია ის, რაც მერაბიშვილმა თქვა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია. ეჭვს არ იწვევს მისი პატიმრობაც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მასთან ხშირი შეხვედრა არ აქვს.

“ფარცხალაძეს ხშირად ნამდვილად ვერ ვხვდები, ჩემი ბერა გახლავთ მაგის შვილოშვილის ნათლია როგორც მე ვიცი”,- განაცხდა ბიძინა ივანიშვილმა.

კითხვაზე შესაძლებლად მიაჩნია თუ არა, რომ პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილი შიეწყალოს, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ამაზე პასუხი არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა და ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოში ჯონ კერის მოსალოდნელ ვიზიტზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი ”ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, ექსპერტები აღარ დამალოს