ვანო მერაბიშვილმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

ვანო მერაბიშვილმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „კვირის თემაში“ ისაუბრა.

„არ ვიცი თვითონ რა აქვს გადაწყვეტილი ვანო მერაბიშვილს. თუ სად და როგორ გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა, ეს მისი გადასაწყვეტია და მისგან უნდა მოვისმინოთ. თუმცა, ამ ადამიანმა მოიხადა თავისი სასჯელი იმ კონკრეტულ საქმეებზე, რაშიც ბრალი ჰქონდა წარდგენილი და გამოდის უკვე. გააგრძელებს როგორც რიგითი მოქალაქე ცხოვრებას, თუ სად და რა მიმართულებით, ეს მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვანო მერაბიშვილი საპატიმროს 20 თებერვალს ტოვებს.

banner
წინა სტატიაშიშვიდი კითხვა და აუდიომასლის სამი ფრაგმენტი-ელისო კილაძე გოგაშვილს დებატებზე იწვევს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე „თბილისის პარკინგთან“ დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს