ვანო მერაბიშვილმა ღამე საავადმყოფოში გაატარა

ვანო მერაბიშვილმა გასული ღამე კლინიკაში გაატარა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი გუშინ საავადმყოფოდან საპატიმროში აღარ დააბრუნეს და გამოკვლევებისთვის “მედიკლაბში” დატოვეს. სავარაუდოდ, მერაბიშვილს ციხეში დღეს გადაიყვანენ.

“ვართ ისევ იგივე ნიშნულთან, რეალურად ჩვენ ამ მომენტამდე არ ვიცით რა სჭირს და ამ მომენტამდე არ ხდება მისი სწორი მკურნალობა. ჩვენი მოთხოვნა არის რომ ის მოთავსებული იყოს მრავალპროფილურ კლინიკაში და იქ დარჩეს იმდენი ხანი, რამდენი ხანიც დასჭირდება კვლევებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს დიაგნოზი,”-აცხადებს მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი.

banner
წინა სტატიაშინატო ჩხეიძე : ირმა ინაშვილის აქტიურობამ დამაჩქარებინა ფრაქციის დატოვება
შემდეგი სტატიაჰიპოთეზის დონეზეა ჯერ, თეორიულად ვამბობ შეიძლება შედგეს – აბაშიძე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბრობს