ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა

ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7 წლიანი ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მას მეგობრები, ახლობლები და პოლიტიკოსები დახვდნენ.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა. მათ შორის 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

 

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს შეხვდა
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილი : მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე