”ვანო მერაბიშვილმა დაიმხოს თავისი ავეჯი, მისი დასამხობი ქვეყანაში არაფერია”- გოგიჩაიშვილი მერაბიშვილზე

ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი სახლში რომ მივა. ჩვენ გვჭირდება, რომ ასეთი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას, – განაცხადა ფრაქცია ” დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც განაცხადა, რომ „წლის ბოლომდე, ხელისუფლების დამხობის მერე, „მატროსოვის“ ციხის კარები ფართოდ გაიღება“.

“ეს არის “ქართული ოცნების” არასწორი პოლიტიკა, რომელზეც მივუთითებდით ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ. მივუთითებდით იმ მართვის კრიზისზე, რომელიც მან აირჩია ორმაგი თამაშებით – ხან “ნაციონალებს” ეთამაშა, ხან “ევროპულ საქართველოს”, ხან იმ მექრთამე ყოფილ ჩინოვნიკებს გაურიგდა, მერე ვიღაც კეზერაშვილთან დალაგდა, ყველა სასამართლო მოაგებინა… აი, ამ ორმაგმა თამაშმა გამოიწვია ის, რომ დღეს ვანო მერაბიშვილი გვემუქრება სახელმწიფოს დამხობით. ე.ი. ჩვენ ტყუილად ვწვალობთ, მოდელებს ვეძებთ, რომ დემოკრატიულად ჩავატაროთ ქვეყანაში არჩევნები და უცებ გამოდის მერაბიშვილი და გვთავაზობს ხელისუფლების შეცვლის ძალიან მარტივ რეცეპტს დამხობით. თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი ახლა სახლში რომ მივა. ვანო მერაბიშვილის დასამხობი არაფერი არ არის ამ ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული განვითარება, არჩევნები და გვჭირდება ასეთი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას და ამ ქვეყანაში დამთავრდეს სამუდამოდ ის, რომ „ვაის“ რომ გაეყრები, „უის“ შეეყრები. ვანო მერაბიშვილის დასამხობი შეიძლება იყოს ის, რასაც ის ფლობს,”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან კობერიძე : დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ვანო მერაბიშვილს
შემდეგი სტატიაანზორ ბიწაძე : ვანო მერაბიშვილთან არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებთ