ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე კომისია, სავარაუდოდ, თვის ბოლოს იმსჯელებს

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ყოფილი პრემიერის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე სპეციალური კომისია, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, კომისია კანონის შესაბამისად იმოქმედებს და ასევე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ბატონ მერაბიშვილს 6 თვის განმავლობაში, ავტომატურად უწევს მისი საკითხის განხილვა ე.წ. უდოს კომისიაზე. ჩვენ უნდა ვნახოთ ყველა ის დოკუმენტი, საკითხი რომელსაც დაცვის მხარე წარმოადგენს. თუ ეს არის კანონთან შესაბამისი და ამ შემთხვევაში სავალდებულო იქნება მაშინ ჩვენ მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. გააჩნია ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიშვილმოკლული მამების მხარდამჭერი აქცია პერფორმანსი რუსთაველზე
შემდეგი სტატიაადვოკატები გლდანის მერვე დაწესებულების ადმინისტრაციას პატიმრების წამებაში ადანაშაულებენ