ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე გამოძიება განახლდა

მოსამართლეები არნახული ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა უნდა გაუძლონ, რადგან დღეები და თვეებია დარჩენილი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პატიმრობაში მყოფი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე, გამოძიება განახლდა.

მთავარ პროკურატურაში ამ წუთებში დაკითხვაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი ლალი მაროშკინა იმყოფება.

მოროშკინა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ გამოძიების კითხვებს პასუხობს.

“2014 წელს დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი ვიყავი, იყო რიგი დარღვევები. მაშინ პირველი ზონდერების დანიშვნაზე გავამახვილე ყურადღება. ვარაუდია იმიტომ, რომ არავის არ სჭირდებოდა ადამიანის გამოყვანა. მგონია, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობის” ფანტაზიის ნაწილია,” – აცხადებს მოროშკინა.

2014 წელს ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დავალებით საკნიდან გაიყვანეს და აიძულებდნენ, ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე მიეცა ჩვენება. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ამ საქმეზე სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება დაავალა.

banner
წინა სტატიაშითელავის ტყეში უცხოელი ტურისტის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიადემურ სტურუას ოჯახი პოლიციელის უმკაცრესად დასჯას ითხოვს