ვანო მერაბიშვილი “ორი გვამის” ისტორიას განმარტავს

შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის თქმით, ე.წ ორი გვამის ამბავი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზაა. ამის შესახებ მერაბიშვილმა ღამის მთავარში ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, ეს არის კონტექსტიდან ამოგდებული ფრაზა… ეს არის ის შემთხვევა, როდესაც იყო ამბოხება საქართველოში, მუხროვანის ამბოხი, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ორი რუსი, გენშტაბის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა ამ ამბოხებას ქართველ ოფიცრებთან ერთად, ჩვენ რა ინფორმაციაც გვქონდა – მოიცილეს მტკიცებულება ამ მეამბოხეებმა გაქცევის წინ. სადღაც ჩაკეტილ კაბინეტში ხომ არ ვსაუბრობთ, ღიად დავუტოვე დავალება, რომ ეპოვათ ეს მტკიცებულებები. ეს არის ამოღებული კონტექსტიდან, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ადგა და ეს გამოიყენა, მე ვიყავი საკანში, არ მქონდა პასუხის გაცემის საშუალება, ისინი ამას იმეორებდნენ, იმეორებდნენ, იმეორებდნენ” – თქვა მერაბიშვილმა.

2009 წლის მუხროვანის ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა Youtube-ზე 2014 წლის იანვარში გავრცელდა. კადრებში სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის, დათა ახალაია, მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ. ვიდეომასალის მიხედვით, მალევე ვერტმფრენით ჩამოდის და მათ უერთდება იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

 

 

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთის რესპუბლიკაში ელჩად დავით დონდუა დანიშნეს
შემდეგი სტატიასაქართველოზე მასშტაბური კიბერთავდასხმის განხორციელების ბრალდებას რუსეთის საგარეო საქმეთა უწყება ეხმაურება