ვანო მერაბიშვილი მოიხდის სასჯელს ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულები – ჩუგოშვილი

ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და ამის საჭიროებასაც ვერ ვხედავ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

„მე რამდენადაც ვიცი, ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი სიმართლეს არ შეეფერებოდა, არასწორი ინფორმაციის გაჟღერება მოხდა გუშინ. ვანო მერაბიშვილი არის ჩვეულებრივი მსჯავრდებული, რომელიც მოიხდის სასჯელს ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულები“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიამეგის ქარდავა არ არის “ნაციონალური მოძრაობის” წევრი