ვანო მერაბიშვილი: მიხეილ სააკაშვილი ჩემი მეგობარია, მას ვთვლი ჩემს საუკეთესო მეგობრად

ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო ჭკვიანები, უფრო ლამაზები, მაღლები, რათა არ გამოგვევლინა რაღაც სისუსტეები, არ მიგვეცა საშუალება, რომ ხალხს ჩვენი საქციელები შეცდომად ჩაეთვალა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, მათ არ უნდა დაეშვათ ის, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე გასჩენოდა.

„მე ვამბობ, როცა პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, თუ ვინმე პასუხისმგებელია, ერთ-ერთი ყველაზე პირველი ვარ მე, რადგან მე მეკავა მაღალი თანამდებობა, ვიყავი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ვთვლი, რომ ჩვენ არ უნდა დაგვეშვა ის, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე გასჩენოდა. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო ჭკვიანები, უფრო ლამაზები, უფრო მაღლები, უფრო ნიჭიერები, უფრო უკომპრომისოები, რათა არ გამოგვევლინა რაღაც სისუსტეები. არ მიგვეცა საშუალება რომ ხალხს ჩვენი საქციელები შეცდომად ჩაეთვალა“,- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ამასთან, მერაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს.

„მიხეილ სააკაშვილი ჩემი მეგობარია, მას ვთვლი ჩემს საუკეთესო მეგობრად. ყველას აზრს მოვისმენ, ვიზიარებ. ჩემს რჩევას მივცემ და შევეცდები, რომ აზრი გავუზიარო, ჩვენ მეგობრებად დავრჩებით ყოველთვის.

მეგობრები ვართ და მოვგვარდებით ყველა საკითხში. ჩვენ აზრებს თავისუფლად ვუზიარებთ ერთმანეთს“,- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარიამ გამყოფი ხაზის სოფელ შამგონაში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტები მოინახულა
შემდეგი სტატიალევან იზორია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელჩად ოფიციალურად დაინიშნა