ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან ციხეში დააბრუნეს

ვანო მერაბიშვილმა “ავერსის” კლინიკა უკვე დატოვა. როგორც ჟურნალისტებს “ავერსის კლინიკის” გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ განუცხადა, მერაბიშვილი კლინიკაში სასჯელაღსრულების დაწესებულების გადაწყვეტილებით მიიყვანეს, რომელსაც რამდენიმე სახის გამოკვლევა ჩაუტარდა.

“ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა კლინიკაში. ის ამბულატორიულად იყო შემოსული. ჩაიტარა ის გამოკვლევები, რაც დანიშნული ჰქონდა პირადი ექიმის მიერ. ეს არის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ლაბორატორული კვლევები, ექოსკოპიური გამოკვლევა, ექიმის კონსულტაციები. უკვე აღარ იმყოფება კლინიკაში”, – განაცხადა ჯორბენაძემ.

მისივე ინფორმაციით, მერაბიშვილი კლინიკაში დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიცოლზე ძალადობისთვის ქმარს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს ლონდონის სასამართლოში დაკითხვაზე იბარებენ