ვანო მერაბიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტში დეპუტატი არ იქნება, ასევე არ დაიკავებს რომელიმე თანამდებობას მთავრობაში.

როგორც მერაბიშვილი Facebook-ზე წერს, განახლებული ნაციონალური მოძროაბა ერთადერთი ძალაა, რომელსაც შესწევს ძალა, გადამწვეტი როლი შეასრულოს და არჩევნები გამარჯვებით დაასრულოს.

“ახლოვდება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშველოვანესი არჩევნები. ამ არჩევნებში გადამწყვეტი იქნება არა ის, რას იზამს ქართული ოცნება – რადგანაც ის უკვე გუშინდელი დღეა. გადამწყვეტი იქნება ის, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ საერთო ეროვნული მიზანი დავაყენოთ საკუთარ კარიერაზე, პირად ამბიციებზე მაღლა, ვიბრძოლოთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის.

დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება.

განახლებული ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი.

ეს ჩემი მიმართვა რომ არ დარჩეს მხოლოდ ზოგად მოწოდებად, მე გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის”, – წერს მერაბიშვილი.

ცნობისთვის, ევროპულმა საქართველომ ნაციონალურ მოძრაობას კოორდინაცია და საერთო კანდიდატების დაყენება შესთავაზა, თუმცა ენმ რეგიონებში საკუთარი კანდიდატების დაყენებას აპირებს

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ფაქტია, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ, არასწორ მხარეს გადავიდა