ვანო მაჭავარიანი: რამდენიმე დღეში მიიღეს გადაწყვეტილება, ივანიშვილი არის ჩართული აქტიურად

საქართველოს განვითარების ფონდის წევრი ვანო მაჭავარიანი ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში ფორსირებულად იქნა მიღებული.

მაჭავარიანის აზრით ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე 3 წლიანი მმართველობის შესახებ ისაუბრა და არაფერი უთქვამს, რომ ის რამდენიმე დღეში თანამდებობის დატოვებას აპირებდა.

განვითარების ფონდში მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი არჩევნებისთვის ემზადება და საკადრო ცვლილებებიც სწორედ ამას უკავშირდება. მაჭავარიანი ფიქრობს, რომ მიმდინარე პროცესებში ბიძინა ივანიშვილი აქტიურად არის ჩართული.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე: შეტყობინება, რომ პოსტი უნდა დავტოვო, არ მაქვს
შემდეგი სტატიამინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებაზე პარლამენტი სავარაუდოდ 29 დეკემბერს იმსჯელებს