ვანო მაჭავარიანი – პენსიის გაზრდა არ უნდა ხდებოდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ქეიფზე ან წინასაარჩევნოდ

ფინანსთა მინისტრი, ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ პენსიის ინდექსაციის წესი უნდა დამკვიდრდეს და გაზრდა არ უნდა ხდებოდესრომელიმე პოლიტიკური პარტიის ქეიფზე ან წინასაარჩევნოდ.

მინისტრმა უპასუხა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ პენსია გასულ წლებში არ გაიზარდა და მხოლოდ წელს იზრდება.

“ბატონო რომან გოცირიძე, როცა თქვით, რომ 400-ლარანი პენსია მალე ვერ იქნებაო, ვიფიქრე, რომ თქვენში ეკონომისტი ჯერ კიდევ დარჩენილია, მაგრამ მერე დააყოლეთ, ვიდრე ჩვენ არ მოვალთ ხელისუფლებაშიო. თუ მალე აპირებთ მოსვლას, მაშინ ეკონომისტად ვერ დარჩებით, მაგრამ თუ ძალიან გვიან აპირებთ მოსვლას, ეკონომისტი იქნებით. 400-ლარიანი პენსიის დაპირება არის ის, რატომაც მე ამას სიბინძურე ვუწოდე. თუ მალე აპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას და მალე ამის გაკეთებას, მაშინ გეტყვით, რომ ეს არის დიდი ტყუილი. რაც შეეხება იმას, რომ პენსიის გაზრდა 20 ლარით არ არის საკმარისი, მართალი ხართ, რომ პენსიის ინდექსაციის წესი უნდა დამკვიდრდეს და არ უნდა ხდებოდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ქეიფზე გაზრდა, არც დროის შერჩევა, არც წინასაარჩევნო ამბები. ამ წესს შემოვიღებთ და იმედია მას მხარს დაუჭერთ, რომ ამ საკითხზე სპეკულაციები მოვკლათ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ საერთო ჯამში, პენსიის საკითხი გრძელვადიანი ცვლილებებით უნდა მოგვარდეს.

banner
წინა სტატიაშითამარ ტალიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე საბავშვო ბაგა-ბაღებზე განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიაფინანსთა მინისტრის აზრით, სახელმწიფომ საბიუჯეტო სახსრებით ტურისტული ობიექტები არ უნდა გააკეთოს