ვანო ჯავახიშვილმა შსს-ს მთავარი სამმართველო დატოვეს

ვანო ჯავახიშვილმა და მისმა ადვოკატმა შსს-ს მთავარი სამმართველო დატოვეს. როგორც ჯავახიშვილმა გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, გამომძიებლები დაინტერესდნენ, ვინმესგან მის მიმართ რამე მუქარა ხომ არ განხორციელებულა. “რუსთავი 2”-ის თანამშრომლის თქმით, მას ობიექტური გამოძიების იმედი აქვს.

“გამომძიებლებს ჰქონდათ კითხვები, მუქარასთან დაკავშირებით, ოდესმე თუ ყოფილა ზარები. მსგავსი ფაქტები ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა. ზედმეტი კითხვები არ ჰქონდათ. დაკითხვამ ჩაიარა კარგად. მე გამოძიების იმედი მაქვს, მთელი ცხოვრება მაქვს გამოძიების იმედი”,-განაცხადა ვანო ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ, კვიციანი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მსგავსად, შესაძლოა იუმორისტ ვანო ჯავახიშვილის მკვლელობა იგეგმებოდეს.

banner
წინა სტატიაში“ენგურის ტურისტული ცენტრის ანალოგი მსოფლიოში მხოლოდ კალიფორნიის შტატში იქნება”
შემდეგი სტატია19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა