“თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, თავისი არსით გულისხმობს სამ ძირითად მოცემულობას;
1. თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო;
2. სამართლიანი საარჩევნო პროცედურები;
3. გასაჩივრების შესაძლებლობა.
დღეს ამ სამი მოცემულობიდან არცერთი არ არსებობს!
გვახსოვს თუ როგორ გააყალბა ოცნებამ წინა საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული აპარატების საშუალებით და რა დონის ,,კარუსელები” ატრიალეს. რა შეიცვალა მას მერე? საარჩევნო გარემო გამოსწორდა და პროცედურები უფრო დემოკრატიული გახდა? რა თქმა უნდა არა, პირიქით, ამომრჩევლისთვის პირადობის მოთხოვნის უფლება ოცნებამ სრულად აკრძალა, ვერავინ მოსთხოვს ამომრჩეველს რომ უჩვენოს, ნამდვილად მისი პირადობაა თუ არა, ეს ნიშნავს, რომ დაკვირვების უფლება საქართველოში გაუქმებულია.
მაშინ რას ემსახურება რიგი პარტიების მონაწილეობა სუსის მიერ ჩატარებულ, რუსული ტიპის არჩევნებად წოდებულ პროცესში, სადაც გამარჯვებული წინასწარ ცნობილია?
არჩევნებში მონაწილეობის მიზანი არის გამარჯვება, თუ გამარჯვების არ გჯერა, მაშინ რა აზრი აქვს მასში მონაწილეობას? არჩევნების შედეგებს აფორმებს ცესკო, რომელიც სრულად კონტროლდება ოცნების მიერ.
შედეგად, დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ ენდობი ცესკოს, ენდობი ოცნების კომისიის წევრებს, ენდობი მურუსიძის სასამართლო სისტემას და ენდობი იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელსაც ოცნების საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს.
სწორედ ეს არის ოცნების მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში და გაიმყარონ ლეგიტიმაცია. დასავლეთს აჩვენონ რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, ოპოზიცია გვენდობა და არ ვაყალბებთ არჩევნებს. გვახსოვს დაპირებაც – ყველას გავუშვებთ ციხიდან, ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, დღეს სად იდგებოდა გია ხარჩილავა? რომელიმე საარჩევნო უბანთან შედეგის მოლოდინში თუ თავისი ომახიანი ხმით და ემოციური სიტყვით რუსთაველის გამზირზე?!
შევხვდებით იქ, სადაც გია დადგებოდა 4 ოქტომბერს!,-წერს ვანო ბურდული

















