,,ვანიშვილმა პოლიციელის მკვლელობას მწვანე შუქი აუნთო – ოლიგარქი წარსდგება საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ სამსჯავროზე”

region
ავტ.: region აგვისტო 29, 2019 16:03

,,ვანიშვილმა პოლიციელის მკვლელობას მწვანე შუქი აუნთო – ოლიგარქი წარსდგება საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ სამსჯავროზე”

ივანიშვილმა პოლიციელის მკვლელობას აუნთო მწვანე შუქი. პოლიციას, რომელიც წლების განმავლობაში პირადი რისკის ფასად იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ხელისუფლებამ ორგანიზებულ დანაშაულს დაუქვემდებარა, ღირსება შეულახა. ოლიგარქი წარსდგება საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ სამსჯავროზე,- ასე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებას და აღნიშნული გადაწყვეტილების უკან მმართველი გუნდის სურვილს ხედავს.

სააკაშვილის განცხადებით, „დღეს პოლიციის ოფიცრის შეურაცხყოფა, დამცირება, დაკნინება, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა“.

„ივანიშვილის მიერ „პრეზიდენტად“ გამწესებულმა ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელი კრიმინალი შეიწყალა და ამით კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და სახელმწიფო ინსტიტუტები. ოლიგარქი კრიმინალთან ახლო თანამშრომლობით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. პოლიციას, რომელიც წლების განმავლობაში პირადი რისკის ფასად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და სიმშვიდეს, ქართულ სახელმწიფოებრიობას იცავდა, ხელისუფლებამ ორგანიზებულ დანაშაულს დაუქვემდებარა, ღირსება შეულახა.

დღეს პოლიციის ოფიცრის შეურაცხყოფა, დამცირება, დაკნინება, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ახლა უკვე, ივანიშვილმა პოლიციელის მკვლელობას აუნთო მწვანე შუქი. პოლიციაზე ხელის აღმართვა სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის პირდაპირი გზაა, რასაც ქართული საზოგადოება, ჩვენ ყველანი ერთად, არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ძალიან მალე, უფრო ადრე, ვიდრე მას ჰგონია, ოლიგარქი წარსდგება საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ სამსჯავროზე და ახალი, ეროვნული, მომავალზე და განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება პოლიციას კვლავ შეუქმნის საქმიანობის და ცხოვრების ღირსეულ პირობებს. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უდიდესი პატივისცემა პოლიციის თანამშრომლების მიმართ. ჩვენ ვამაყობთ თქვენით. საქართველოში უნდა გათენდეს”,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

region
ავტ.: region აგვისტო 29, 2019 16:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,952
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics