ივანიშვილი არის პოლიტიკური ცრუპენტელა, ავანტიურისტი – ნიკა რურუა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა რურუა ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე თავად ივანიშვილი ცდილობს „ქართული ოცნებისგან” დისტანცირებას. ნიკა რურუა ამის მიზეზად, ყოფილი პრემიერის მხრიდან მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებებზე პასუხისმგებლობის არიდებას ასახელებს.

„ივანიშვილი, ჩემი აზრით, მიუხედავად მისი მეპატრონეობისა, იმ სტატუსისა, რომელიც მას აქვს „ქართულ ოცნებაზე“, ის ტვირთად იქცა თვითონ “ქართული ოცნებისთვის”. ვინაიდან, ყველა მისი დაპირება, რაც აქამდე ამომრჩეველმა მოისმინა, აღმოჩნდა ტყუილი. გაირკვა, რომ ის არის პოლიტიკური ცრუპენტელა, ავანტიურისტი, რომელიც ხალხს ატყუებდა თანმიმდევრულად და მეთოდურად,“ – განაცხადა ნიკა რურუამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილს კულისებში ყოფნა ურჩევია. რურუა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს თბილისის მერად კახი კალაძის კანდიდატურის დასახელება პრობლემას არ შეუქმნის, რადგან ყოფილი პრემიერისთვის ენერგეტიკის ამჟამინდელი მინისტრი „წვრილფეხობაა“.

„თუ კალაძეს არ ექნება მხარდაჭერა ადმინისტრაციული რესურსის, ის ვერ გახდება მერი, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. ნარმანიას მერე მეორე მერი „ქართული ოცნებიდან“, თბილისის მოსახელობისთვის აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მიუღებელი,“ – განცხადა ნიკა რურუამ.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძეს შესაძლოა თავად მმართველ გუნდშიც დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიაკალაძეს აქვს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბების ამბიცია