ვანისა და ხონის შუალედური არჩევნების აქტივობის მაჩვენებელი გამოქვეყნდა

ვანისა და ხონის შუალედური არჩევნების აქტივობის მაჩვენებელი გამოქვეყნდა. 20:00-ის მდგომარეობით ხმა 27 846-მა მოქალაქემ მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 57.9%-ია. ვანის ოლქში ხმა მისცა 14 109 ამომრჩეველმა – 56.4%-მა, ხოლო ხონში 13 737-მა ამომრჩეველმა – 59.5%-მა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, იმავე ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 65.45% იყო.

დღეს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. ოლქში რეგისტრირებულმა 48 ათასმა ამომრჩეველმა არჩევანი ექვს კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. მათგან ორი უმთავრესი კანდიდატი გიგი უგულავა და გივი ჭიჭინაძეა.

შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა. ლილუაშვილი, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა, ამჟამად ვახტანგ გომელაურის მოადგილეა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის პრესსამსახური: კვირიკაშვილმა ლუკაშენკოს უთხრა, რომ რუსი ბებია ჰყავდა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – გივი ჭიჭინაძის ხმები 50%-ს აღემატება, ველოდებით არჩევნების პირველად შედეგებს